სოციალურ ქსელში ვირუსული გახდა ვიდეო, რომელშიც კილიან მბაპე და აჩრაფ ჰაკიმი საუბრობენ.
ვიდეო პსჟ-სა და „იუვენტუსის“ მატჩის შესვენებაზეა გადაღებული და ფრანგმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს. გაირკვა, რომ ფრანგი მაროკოელ თანაგუნდელს საყვედურობს.
მბაპე: შეხედე ვიდეოს, პასი უნდა მოგეცა.
ჰაკიმი: კი, ვნახე, ბოდიში.
მბაპე: ბოდიშის მოხდა არ კმარა, ბურთი მე უნდა გადმომაწოდო.
ცხადია, ამ დიალოგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, მბაპეს „პარი სენ ჟერმენში“ განსაკუთრებული ძალაუფლება აქვს მინიჭებული.