ბექა ვაჩიბერაძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა და უკრაინაში დაბრუნდა, სადაც „მეტალისტ 1925“-ის ღირსებას დაიცავს.
მან უკრაინულ კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად მზადება უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ბექა ვაჩიბერაძე „ტორპედოს“ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა, მაგრამ იმერული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა.