ფეხბურთი

22:48 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს შესაძლოა სამმა ქვეყანამ უმასპინძლოს

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი შესაძლოა ერთობლივად სამ ქვეყანაში გაიმართოს. როგორც ცნობილი გახდა, საუდის არაბეთი, საბერძნეთი და ეგვიპტე მზად არიან მუნდიალს უმასპინძლონ.

ჯერჯერობით, ფიფა მხოლოდ მასპინძელ კანდიდატებს იღებს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თუ ფიფა ამ ქვეყნებს მისცემს მასპინძლობის უფლებას, მუნდიალი ისევ ზამთარში ჩატარდება, როგორც მიმდინარე წელს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობა ესპანეთსა და პორტუგალიასაც (ერთად) სურთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს, ხოლო 2026 წელს აშშ-მექსიკა და კანადა.

0.113633