„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ვებგვერდზე აწ დასრულებული გამოკითხვა მოიგო და აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
სერია A-ში თვის MVP გამოკითხვით პირველად გამოვლინდა და ხვიჩამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ 4 მაღალი დონის კონკურენტი ჰყავდა - პაულო დიბალა, დუშან ვლაჰოვიჩი, ლაუტარო მარტინესი და ტენ კუპმაინერსი.
კვარაცხელიამ აგვისტოში ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ვებგვერდამდე ის თვის საუკეთესო იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ დაასახელა, რომელიც ცალკე ორგანიზაციაა.
„ქართველმა გარემარბმა ჩემპიონატზე დიდი ეფექტი მოახდინა. სამი გოლი და საგოლე პასი საწყის ოთხ მატჩში მხოლოდ მცირედით მეტყველებს მის თამაშზე, რომელიც შედგება ნიჭის, ტექნიკისა და სითამამისგან“, - აღნიშნა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე ექვსი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში ოთხი გოლი გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასიც გააკეთა.