ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ხვიჩა კვარაცხელია თამაშის მანერით ჯორჯ ბესტს შეადარა. ამის შესახებ მან La Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არასოდეს მინახავს ასეთი სრულყოფილი, გადამწყვეტი და თავდაჯერებული „ნაპოლი“. კვარაცხელია მეტოქეს ისე ატყუებს, რომ უდიდესი ფეხბურთელი გამახსენა ჩრდილოეთ ირლანდიიდან, სახელს არ ვიტყვი, რომ გიჟი არ გეგონოთ. ამიტომ ჯერ დავიცდი“, - თქვა ტარდელიმ, რომელმაც ჯორჯ ბესტი იგულისხმა.
შეგახსენებთ, რომ მარკო ტარდელიმ კარიერის უდიდესი ნაწილი „იუვენტუსში“ გაატარა, 1982 წელს კი იტალიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.