ფეხბურთი

21:40 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცას" და "კიოლნის" ფანების მწვავე შეტაკება სტადიონზე

კონფერენს ლიგაზე ფრანგული „ნიცასა“ და გერმანული „კიოლნის“ მატჩის წინ ფანებს შორის მწვავე შეტაკება მოხდა.

„ნიცასა“ და „კიოლნის“ ქომაგებმა ერთმანეთში ტრიბუნებზე იჩხუბეს და დაშავებულებიც არიან. როგორც გერმანული მედია წერს, ერთ-ერთი გერმანელი ქომაგი ტრიბუნიდან გადავარდა და მძიმე მდგომარეობაშია.

ჯერჯერობით, ინციდენტის შესახებ უეფას განცხადება არ გაუკეთებია. ფანებს შორის მომხდარი შეტაკების გამო მატჩის დაწყება დაახლოებით 1 საათით დაგვიანდა.

0.119379