ფეხბურთი

14:51 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: „ჩელსი“ გრემ პოტერს შეუთანხმდა

„ჩელსი“ „ბრაიტონის“ მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს თანამშრომლობის თაობაზე მოელაპარაკა - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ინფორმაცით, დღეს, 8 სექტემბერს, მხარეებმა კონტრაქტის ყველა იურიდიული დეტალი განიხილეს და 47 წლის სპეციალისტი უახლოეს ხანში ჩაიბარებს ლონდონურ კლუბს.

პოტერი „ბრაიტონს“ 2019 წლიდან ხელმძღვანელობს და მათთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება. მიმდინარე პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ, „თოლიები“ 13 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელი „ჩელსიმ“ გუშინ, 7 სექტემბერს დაითხოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ.

0.142892