ფეხბურთი

12:37 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მატა „გალათასარაიში“ გადადის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი, ხუან მატა მალე „გალათასარაის“ ფეხბურთელი გახდება. უახლოეს ხანში ის სტამბოლში ჩავა კონტრაქტის ხელმოსაწერად - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, მატა ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ხელფასის თაობაზე მხარეები არაფერს ამბობენ.

მატა „გალათასაიში“ „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილ თავდამსხმელს, მაურო იკარდის შეუერთდება, რომელიც თურქულ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადადის.

0.116907