მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის მოახერხებს.
ფრანგმა ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა გლაზგოს „სელტიკთან“ მატჩში მიიღო და არსებობდა შიში, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებდა, თუმცა სამედიცინო გამოკვლევამ ასეთი სერიოზული დაზიანება არ აჩვენა.
ჯერ უცნობია ზუსტი დრო, რომელიც რეაბილიტაციას დასჭირდება, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, კარიმი 2-3 კვირა ვერ ითამაშებს და მოედანზე სექტემბრის ბოლოს, უარეს შემთხვევაში კი ოქტომბრის დასაწყისში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კარიმ ბენზემამ ყველა ტურნირზე 6 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო.