კატალონიის „ბარსელონა“ მირალემ პიანიჩმა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ესპანურმა კლუბმა ბოსნიელი მაინც არ შეინარჩუნა.
32 წლის პიანიჩი კარიერა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, „შარჯას“ რიგებში გააგრძელებს. მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, ერთი წლით განახლების ვარიანტით.
პიანიჩი „ბარსელონამ“ 2020 წელს „იუვენტუსიდან“ დაიმატა და პირველ სეზონში მან 30 უგოლო მატჩი ჩაატარა, გასული სეზონი იჯარით სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გაატარა. მანამდე მირალემი „იუვენტუსის“, „რომას“, „ლიონისა“ და „მეცის“ ღირსებას იცავდა.