ფეხბურთი

15:45 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგიდან" მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

გერმანული „ლაიფციგიდან“ მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიური წარმოშობის გერმანელმა სპეციალისტმა სამსახური მას მერე დაკარგა, რაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დონეცკის „შახტართან“ 1:4 განადგურდა.

„ლაიფციგმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და ბუნდესლიგაში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, „შახტართან“ მატჩამდე „აინტრახტთან“ 0:4 განადგურდა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობას მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიაღებინა.

0.110113