ფეხბურთი

23:15 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" სენსაციური მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე და ხოჭოლავას თამაში "დორტმუნდთან"

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ხმაურიანი სენსაციით დაიწყო. ლონდონის „ჩელსი“ ზაგრებში „დინამოს“ ესტუმრა და ყველასთვის მოულოდნელად მარცხი განიცადა.

ტომას ტუხელის გუნდს სეზონი კარგად ნამდვილად არ დაუწყია და პრემიერლიგაშიც ბევრი ქულა დაკარგა, მაგრამ ხორვატიის ჩემპიონთა წაგება ნამდვილად სენსაცია იყო. სეზონის პირველი გოლიც ამ მატჩში გავიდა, რომელიც მისლავ ორშიჩის აქტივშია. ზაგრებელებმა შესანიშნავი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც გოლით დაასრულეს. ეს მე-13 წუთზე მოხდა და „ჩელსის“ დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და უქულოდ დარჩა.

მეორე მატჩი G ჯგუფში შედგა, სადაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ „კოპენჰაგენს“ მარკო როისის, რაფაელ გერეიროსა და ჯუდ ბელინგემის გოლებით 3:0 მოუგო. დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო და Whoscored-მა მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა.

„დინამო ზაგრები“ 1:0 „ჩელსი“ (1:0)

გოლი: 1:0 ორშიჩი (13)

„დორტმუნდი“ – „კოპენჰაგენი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 როისი (35), 2:0 გერეირო (42), 3:0 ბელინგემი (83)

0.115367