„ზალცბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა, მატიას იაისლემ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „მილანთან“ პირველი ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„მილანი“ ძალიან სტაბილური გუნდია, ამიტომ გახდა იტალიის ჩემპიონი. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მათ გაკვირვებას შევეცდებით.
ამ სეზონშიც გვყავს თავდასხმაში კარგი ფეხბურთელები, მაგრამ მერე ჰოლანდი არა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში, „ზალცბურგში“ თამაშისას, ჰოლანდმა 6 მატჩში 8 ბურთი გაიტანა.
„ზალცბურგი“ – „მილანის“ შეხვედრა დღეს, 6 სექტემბერს გაიმართება ზალცბურგში, „რედ ბულ არებნაზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.