კალათბურთი

12:38 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბექაური: "მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბექაურმა თურქეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა.

„პირველ რიგში ქართველ გულშემატკივარს ვულოცავ ამ ღირსეულ გამარჯვებას. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო და ვფიქრობ, მაყურებელიც კმაყოფილია ამ გამარჯვებით. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოეგო. მთავარი მოტივატორი კი ის მოთამაშეები იყვნენ, რომლებიც გვაკლდნენ - გოგა და თოკო. ჩვენი კაპიტანი ტრავმიანიც კი ჩვენს გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი შევასრულოთ ხუთიანზე.

რაც შემეხება მე, ვფიქრობ, რომ საჭირო მომენტში გუნდს დავეხმარე, ეს რა თქმა უნდა ბიჭების დამსახურებაა, მარტო იქ ვერაფერს გავაკეთებდი და მადლობა მათ ამ ღირსეული თამაშისთვის“, - თქვა ბექაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თურქეთს 88:83 აჯობა. A ჯგუფში სამი ტურის თავზე საინტერესო ვითარებაა: თურქეთს, ესპანეთს, ბელგიასა და მონტენეგროს 2-1 მოგება/წაგების ბალანსი აქვთ, საქართველოს 1 მოგება და 2 მარცხი გააჩნია, ხოლო ბულგარეთი 3 წაგებით აუტსაიდერია. მეოთხე ტურში 6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სწორედ ბულგარეთს შეხვდება, თურქეთი - ბელგიას და მონტენეგრო - ესპანეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127175