მოტო გრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის მე-14 ეტაპი, სან მარინოს დიდი პრიზი, რომელსაც მისანოს ტრეკმა უმასპინძლა, იტალიელი ფრანჩესკო ბანიაიას გამარჯვებით დასრულდა. მან სულ რაღაც, 0.034 წამით აჯობა თანამემამულე ენეა ბასტიანინის.
ბანიაიამ, ვინც სტარტი მეხუთე პოზიციიდან აიღო, ამ გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა ფრანგ ლიდერს, ფაბიო კვარტარაროს (იამაჰა) 30 ქულით ჩამორჩება. ბანიაია „დუკატის“ პირველი მრბოლია, ვინც მოტო გრანპრის ზედიზედ ოთხი რბოლა მოიგო. წინა სამი გამარჯვება ავსტრიაში, ბრიტაენთში და ჰოლანდიააში მოიპოვა.
მეორეზე აქამდე „აპრილიას“ ესპანელი ალეიქს ესპარგარო იყო, მაგრამ მისანოში მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა და მესამეზე გადაინაცვლა. რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა „აპრილიას“ კიდევ ერთმა ესპანელმა მრბოლმა მავერიკ ვინალესმა. კვარტარარო მეხუთეს დასჯერდა. მან სტარტი მერვე ადგილიდან აიღო.
კვალიფიკაციის გამარჯვებულს, ავსტრალიელ ჯეკ მილერს (დუკატი) პირველივე წრეზე ავარია მოუვიდა და საბოლოოდ, რბოლა მე-18 ადგილზე დაასრულა.