იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში „კრემონეზეს“ რიგებში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელის კლუბმა „სასუოლოს“ უმასპინძლა და ოთხმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა - 0:0. როგორც ხედავთ, „კრემონეზემ“ გოლი არ გაუშვა, შესაბამისად, დაცვამ კარგად ითამაშა, მათ შორის ლოჩოშვილმა, რომელმაც კარგი შეფასება დაიმსაურხა - Sofascore-სგან 7 და Whoscored-ისგან 6.6 ქულა.
ლოჩოშვილისთვის ეს სერია A-ში მესამე მატჩი იყო, ხოლო „კრომონეზე“ 1 ქულით მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 სექტემბერს, სტუმრად „ატალანტას“ შეხვდება.