ფეხბურთი

10:54 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ბოლო 15 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური კარიერის დასაწყისი დიდებულია და ერთი საინტერესო მიღწევის ავტორი უკვე გახდა.

Opta-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ სერია A-ში დაბრუნდა (2007-2008 წლების სეზონიდან), კვარა ნეაპოლური გუნდის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ს საწყის ოთხ მატჩში, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ხუთ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა - 4 გოლი და 1 საგოლე პასი.

ხვიჩამ "მონცასთან" დუბლი შეასრულა, "ვერონასთან" გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო "ლაციოსთან" თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს მომდევნო ტურში 10 სექტემბერს, „სპეციას“ უმასპინძლებს, თუმცა, მანამდე 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „სტადიო მარადონაზე“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

0.119393