ფრანგული ლიგა 1-ის მე-6 ტურის მატჩში „მარსელი“ „ოსერს“ ეწვია, 0:2 დაამარცხა და ცხრილში პირველ ადგილზე დადგა.
ანგარიში მე-7 წუთზე მარსელელთა ბრაზილიელმა შუახაზელმა ჟერსონმა გახსნა. მეორე ბურთი კი 84-ზე ფრანგული კლუბის ჩილელმა ახალწვეულმა, ალექსის სანჩესმა გაიტანა.
ახლა იგორ ტუდორის გუნდს 16 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილს ლიდერობს. თუმცა, მისი უშუალო კონკურენტი, „პარი სენ-ჟერმენი“ დღეს, 3 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათიდან „ნანტს“ დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში პირველ ადგილზე დაბრუნდება.