ფეხბურთი

15:54 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სერია A-ში აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

პორტუგალიელი სპეციალისტი უშუალოდ სერია A-ს ვებგვერდმა გამოარჩია, რაც გასაკვირი არაა, რადგან „ჯალოროსიმ“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო.

„რომამ“ საწყის ოთხ ტურში 10 ქულა დააგროვა და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილის ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111889