„პარი სენ ჟერმენი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნეიმარის გაყიდვას ცდილობდა. ინფორმაციას მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს თანახმად, პარიზელებმა ბრაზილიელი თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტის“ შესთავაზეს, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა ნეიმარის დამატებაზე უარი თქვა. სხვა დეტალები უცნობია.
ნეიმარს „პარი სენ ჟერმენმა“ 2025 წლამდე აკავშირებს და მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ხუთ მატჩში 7 გოლი გაიტანა.