კალათბურთი

23:43 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე: "ბელგიასთან გვიან გავიღვიძეთ, თუმცა ჩვენც სახიფათო გუნდი ვართ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ გააკეთეს. ორივე ფიქრობს, რომ თამაში და გამარჯვებისთვის ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება:

„ძალიან რთული წაგება იყო, მაგრამ გადავიტანთ. ოთხი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ყველასთან შეიძლება თამაში, უბრალოდ, მართლა ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ბელგიასთან წავაგეთ. მთელი ეს პერიოდი ვამბობდით, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო და ნელ-ნელა წინ წავსულიყავით. თუმცა, კალათბურთია, ვერაფერს შევცვლით, ახლა მთავარი მომავალი მატჩებია და ამ თამაშებზე 100%-ით მომზადებული უნდა გამოვიდეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ მატჩებშიც გაგვამხნევებენ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ეს ყველას გვინდა“, - თქვა შერმადინმა.

„ბელგიასთან თამაში უკვე დავივიწყეთ, რადგან ისეთი მჭიდრო ტურნირია, წაგებულ ან მოგებულ მატჩზე რომ ვიფიქროთ, ძალიან უკან დაგვხევს. გუშინდელი თამაში განვიხილეთ, შეცდომები შევისწავლეთ და ახლა უფრო მობილიზებულები ვართ. ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველას დამარცხება შეგვიძლია. გუშინ სხვა მატჩებიდან დამტკიცდა, რომ სუსტი გუნდი არ არსებობს და ყველა გუნდი სახიფათოა. ჩვენც ძალიან სახიფათო გუნდი ვართ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად ვითამაშებთ, რადგან გუშინდელი მატჩიდან გამომდინარე ჩვენი რეაქცია სხვანაირი იქნება. დარბაზში სასწაული ატმოსფერო იყო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. ათმაგად გულდასაწყვეტი იყო, რომ ასეთ გარემოში თამაში ვერ მოვიგეთ. ასე რომ ვთქვათ, ბელგიასთან გვიან გავიღვიძეთ და მომდევნო მატჩში თავიდანვე ისე უნდა დავიწყოთ, როგორც ბელგიასთან ბოლოს ვითამაშეთ“, - აღნიშნა სანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ბელგიასთან ოვერ ტაიმში განიცადა მარცხი (76:79), ხოლო ესპანეთს 3 სექტემბერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114511