ვეტერანი ბელგიელი მცველი იან ვერტონგენი კარიერას ბრიუსელის „ანდერლეხტში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იანმა ბრიუსელურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვერტონგენი ბოლოს „ბენფიკაში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ტოტენჰემის“, „აიაქსია“ და „ვალვაიკის“ ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ იან ვერტონგენს ბელგიის ჩემპიონატში არასდროს უთამაშია და შესაბამისად, დებიუტი ახლა ექნება.