„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) სერია A-ში აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ასოციაციის წევრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, რის შედეგადაც კვარაცხელიას ხმების 67% ერგო. ხვიჩას კონკურენტები სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“), პიერ კალულუ („მილანი“) და ნემანია რადონიჩი („ტორინო“) იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის სერია A-ს ოფიციალური არჩევანი, რომელიც თვის საუკეთესო მოთამაშეს ცალკე ასახელებს და ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ აგვისტოში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.