იტალიურმა „მილანმა“ „ბარსელონადან“ მარჯვენა მცველი სერჯინო დესტი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ამერიკელი „როსონერის“ იჯარით შეუერთდა, მაგრამ მან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2026 წლის 30 ივნისამდე, რადგან მომდევნო ზაფხულს ლომბარდიელები მას აუცილებლად გამოისყიდიან.
დესტი „ბარსელონაში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 72 მატჩში 3 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა, მანამდე კი „აიაქსის“ ღირსებას იცავდა.