ესპანურმა „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის განახლებისკენ პირველი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ქართველი მეკარე პირველ გუნდში დაარეგისტრირა.
ლა ლიგის საიტზე გიორგი ახლა „ვალენსიას“ პირველი გუნდის წევრადაა მოხსენიებული, მანამდე კი ოფიციალურად მეორე გუნდის წევრად ითვლებოდა.
როგორც ესპანური საიტები წერენ, პირველ გუნდში დარეგისტრირებით „ვალენსიამ“ კონტრაქტის 2027 წლამდე განახლებისა და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროს მითითებისთვის, პირველი ნაბიჯი გადადგა.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან ესპანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა და მიმდინარე სეზონში კარი სამივე თამაშში დაიცვა.