ჩოგბურთი

3:07 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღიას მესამე ნომერი მარია საკარი გამოაკლდა

ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი, ბერძენი მარია საკარი აშშ-ის ღია პირველობას მეორე წრეში გამოეთიშა. ის ჩინელ ვან სიუისთან 3-6, 7-5, 7-5 დამარცხდა.

საკარიმ, ვინც შარშან ფლეშინგ მედოუსზე ნახევარფინალს მიაღწია, შეხვედრა კარგად დაიწყო. პირველი სეტი საკმაოდ იოლად მოიგო, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები. ბერძენმა შეცდომებს უხშირა, რამაც მის მეტოქეს, ტოპ ათეულში შემავალი მეტოქის პირველად დამარცხების შანსი მისცა. და მან ეს შანსი კარგად გამოიყენა.

საკარიმ საკუთარი მდიდარი გამოცდილების მიუხედავად, ვერაფერი მოუხერხა ჩინელის მიერ, უკანა ხაზიდან შესრულებულ შესანიშნავ დარტყმებს. მეორე სეტის მერვე გეიმში ვანმა მეტოქის ორმაგი შეცდომით ისარგებლა და 5-3 დაწინაურდა. მან ეს უპირატესობა მომდევნო გეიმებშიც შეინარჩუნა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში თავიდან თანაბარი თამაში მიდიოდა. მე-11 გეიმში კი ვანმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და 6-5 დაწინაურდა. მომდევნო გეიმში კი, თავის მოწოდებაზე, მესამე წრის საგზური გაინაღდა. ის დიდი სლემის ტურნირის მესამე წრეში პირველად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113862