ბერგამოს „ატალანტამ“ იოსიპ ილიჩიჩს კონტრაქტი გაუწყვიტა. ინფორმაცია იტალიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
34 წლის ფეხბურთელი ახლა თავისუფალი აგენტია და სხვა კლუბში გადასვლა უფასოდ შეუძლია.
ილიჩიჩი „ატალანტას“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და 173 შეხვედრაში 60 გოლი გაიტანა. მანამდე სლოვენიელი „მარიბორის“, „პალერმოსა“ და „ფიორენტინას“ რიგებში თამაშობდა.