სხვა

20:21 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იტალიასთან წააგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩაატარა და იტალიის ნაკრებთან წააგო.

დეიან სტანოიევიჩის გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, თუმცა ეს გასაკვირი არაა, რადგან იტალია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

საბოლოოდ, საქართველომ 10 ქულის სხვაობით, 8:10 წააგო და ორი ტურის შემდეგ ჯგუფში უქულოდ მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფში სლოვაკეთმა მონტენეგროსთან იდენტური ანგარიშით განიცადა მარცხი. თავის მხრივ, სტანოიევიჩის გუნდი პირველ ტურში მონტენეგროსთან ბრძოლაში, 11:14 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი მატჩი სლოვაკეთთან 2 სექტემბერს ელოდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გავა, საიდანაც უკვე მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებას ეცდება.

იტალია - საქართველო 18:8 (4:1, 5:2, 6:4, 3:1)

0.114939