ჩოგბურთი

0:44 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა აშშ-ის ღიაზე პირველი ბარიერი გადალახა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა, აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში, 6-3, 6-0 მოუგო იტალიელ ჟასმინ პაოლინის და მეორე წრეში გავიდა, სადაც ტურნირის 2017 წლის ჩემპიონს, ამერიკელ სლოან სტივენსს დაუპირისპირდება.

სვიატეკი ფლეშინგ მედოუსზე პირველი ჩოგნის რანგში პირველად თამაშობს. მან მეტოქეს ხელის განძრევის საშუალებაც არ მისცა. ორ სეტში შვიდჯერ შეძლო მისი მოწოდების აღება და ბოლო შვიდი გეიმი მოიგო.

სვიატეკს წელს საფრანგეთის ღია პირველობა აქვს მოგებული და 37-მოგებიანი სერია ჰქონდა, რომელიც უიმბლდონის მესამე წრეში შეწყდა. ასეთი სტატისტიკით და რა თქმა უნდა შესაძლებლობებით, ის ნიუ იორკშიც ფავორიტია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აშშ-ის ღიას წინა ტურნირებზე, სულ რვა შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 4 მოიგო და ამდენივე წააგო.

„ჩემი თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, უკეთესი რიტმით ვთამაშობ, ვიდრე ტორონტოში და ცინცინატიში. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. პირველ სეტში საკმაოდ კარგად ვითამაშე, მაგრამ მინდოდა, რომ უკეთ მეთამაშა და ეს მეორეში შევძელი“, - განაცხადა პოლონელმა.

სტივენსი პირველ წრეში ბელგიელ გრეეტ მინენს შეხვდა და 1-6, 6-3, 6-3 მოუგო, რითაც ნიუ იორკელი ფანები დიდად გაახარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11507