„ვალენსიას“ კაპიტანი კარლოს სოლერი დიდი ალბათობით „პარი სენ ჟერმენში“ გადავა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
ფრანგული კლუბი ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გაიღებს, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება. პსჟ-ში სოლერისთვის 5-წლიანი კონტრაქტი უკვე მზადაა.
ამრიგად, ჯენარო გატუზოს გუნდს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე ვიცე-კაპიტანი ტოვებს.
კარლოს სოლერი „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წლიდან დღემდე 226 შეხვედრაში 36 გოლის გატანა მოახერხა.