ფეხბურთი

13:23 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" დავითაშვილის "ბორდოში" ტრანსფერი დაადასტურა

საქართველოს ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ გადავიდა.

როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი წერს, 21 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ჯერჯერობით, „ბორდოს“ ტრანსფერი არ გამოუცხადებია, მაგრამ „დინამო ბათუმამდე“ კლუბის დატოვების ინფორმაცია თავად დავითაშვილმაც დაადასტურა.

„ბორდო“ ისტორიული ფრანგული კლუბია, საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი, მაგრამ გასულ სეზონში ლიგა 1-დან გავარდა, შესაბამისად, ამჟამად ლიგა 2-ში თამაშობს, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ზურიკო დავითაშვილი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, შემდეგ მან თბილისის "ლოკომოტივში", ყაზანის "რუბინში", ვოლგოგრადის "როტორსა" და ტულას "არსენალში" ითამაშა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან "დინამო ბათუმის" წევრია, რომლის რიგებში 18 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. საქართველოს ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 19 მატჩი და 3 გოლია.

0.114412