ფეხბურთი

10:12 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

აჩერბის „ინტერში“ ტრანსფერი ჩაიშალა

„ლაციოს“ იტალიელი მცველის, ფრანჩესკო აჩერბის „ინტერში“ ტრანსფერი მილანელთა პრეზიდენტის, სტივენ ჯანის გამო ჩაიშალა - გვამცნობს Sky Sport Italia.

წყაროს ინფორმაციით, სწორედ ჯანი ჩაერია მოლაპარაკებაში და შეაჩერა ტრანსფერი. მიზეზი ის არის, რომ მას ფეხბურთელებისთვის ხელფასის გაზრდა არ უნდა.

მანამდე ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა წერდა, რომ აჩერბი „იუვენტუსს“ შესთავაზეს კიელინის შემცვლელად, მაგრამ ტურინელებმა უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს აჩერბი იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.114554