იტალიურმა „მილანმა“ ნიჭიერი გერმანელი მცველი მალიკ ტიაო დაიმატა. ტრანსფერი „როსონერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
21 წლის ფეხბურთელს იტალიელებმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ახალგაზრდა გერმანელი ცენტრალური მცველია.
მალიკ ტიაო 2019 წლიდან „შალკეს“ რიგებში თამაშობდა და 61 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მას გერმანიის 21-წლამდე ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 2 გოლით გამოიჩინა.