ფეხბურთი

21:24 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი სავარაუდოდ, "ბორდოში" გადავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სავარაუდოდ „დინამო ბათუმს“ დატოვებს და კარიერას „ბორდოში“ გააგრძელებს.

L’Equipe-ს ცნობით, ჟირონდელებმა „დინამო ბათუმთან“ დავითაშვილის იჯარასა და გამოსყიდვის უფლებით დამატებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ტრანსფერამდე ფრანგებმა მანამდე გუნდში სახელფასო ბიუჯეტი უნდა შეამცირონ, რადგან სხვანაირად, ქართველს ვერ დაიმატებენ - მისი რეგისტრირება შეუძლებელი იქნება.

„ბორდო“ ისტორიული ფრანგული კლუბია, მაგრამ გასულ სეზონში ლიგა 1-დან გავარდა, შესაბამისად, ამჟამად ლიგა 2-ში თამაშობს, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ზურიკო დავითაშვილი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, შემდეგ მან თბილისის "ლოკომოტივში", ყაზანის "რუბინში", ვოლგოგრადის "როტორსა" და ტულას "არსენალში" ითამაშა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან "დინამო ბათუმის" წევრია, რომლის რიგებში 18 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. საქართველოს ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 19 მატჩი და 3 გოლია.

0.129757