კალათბურთი

14:35 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი: "მიზანი ევრობასკეტზე ბერლინის საგზურის მოპოვებაა"

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში იტალიასთან 91:84 დამარცხდა, თუმცა ამ თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენ გუნდს ძლიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ილიას სუროსმა აღნიშნა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მიზანი, ევრობასკეტზე კარგად გამოსვლა და ბერლინის საგზურის მოპოვებაა.

“პირველ რიგში, ვულოცავ იტალიის ნაკრებს გამარჯვებს. ვამაყობ ჩვენი გუნდით, წავაგეთ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე დღეებით წინ გუნდის კაპიტანი დავკარგეთ. ცუდია, რომ ტრავმები მოხშირდა, ახლა ამ თამაშში გალინარი დაშავდა. არც ისე კარგი იდეაა, ევრობასკეტის წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების დანიშვნა.

ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე ბერლინის საგზურის მოპოვებაა. თუ ასე ვითამაშებთ, ევრობასკეტზე შანსი გვექნება. იტალიის ლიდერებმა გადამწყვეტ მომენტებში დიდებულად ითამაშეს. რაღაც დეტალები უნდა გამოვასწოროთ. მთელი ზაფხული სულ სხვანაირად ვითამაშეთ, ახლა კი გადავეწყვეთ. რატი გამოუცდელია, მაგრამ დიდი ტალანტი. თოკოს როლი უნიკალური იყო, ამიტომაც ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია.

თოკოს ძალიან უყვარს ეროვნული ნაკრები, წლებია მისთვის ბოლომდე იხარჯება. მისნაირი კალათბურთელი არც ისე ბევრია. რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩემი კალათბურთელების მჯერა – რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს", - თქვა ზუროსმა.

ბერძენ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე გიორგი ცინცაძე ახლდა, რომელმაც კომენტარი მოახლოერბულ ევრობასკეტზე გააკეთა.

"ეს იყო რთული თამაში, პირველად ვითამაშეთ გუნდის ლიდერის და საუკეთესო მოთამაშის თოკო შენგელიას გარეშე. გუნდმა კარგად ითამაშა, წინ ოპტიმისტურად ვიხედებით. სამი წელიწადი ელის ქვეყანა ევრობასკეტს. გუნდი მზად არის და იბრძოლებს ბოლომდე – ევრობასკეტზე იოლი თამაშები არ იქნება, ჩვენი მიზანია პლეი ოფია. დანილოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ის დიდი კალათბურთელია", განაცხადა ცინცაძემ.

0.118304