ფეხბურთი

11:47 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდერ ერერა "ბილბაოში" დაბრუნდა

ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა ბილბაოს „ატლეტიკში“ დაბრუნდა. ინფორმაცია ბასკური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ერერა „ბილბაოს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, მაგრამ ესპანელებს ხელშეკრულების 2024-წლამდე განახლების შესაძლებლობაც ექნებათ.

ანდერ ერერა „ბილბაოში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა და 128 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სარაგოსას“ წევრი იყო, ხოლო „ბილბაოდან“ „მანჩესტერში“ გადავიდა, სადაც 2019 წლამდე დარჩა. პსჟ-ში მან 95 თამაშში თავი 6 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131573