„მანჩესტერ იუნაიტედი“ სეზონის კოშმარული სტარტის შემდეგ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მძიმე მდგომარეობიდან გამოდის და ზედიზედ მეორედ მოიგო.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი სტუმრად „საუთჰემპტონს“ ეწვია და მართალია რთულ და არცთუ სანახაობრივ თამაშში, მაგრამ მაინც აჯობა - 1:0. გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა და „წითელ ეშმაკებს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ვთქვათ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ისევ არ იყო ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე მხოლოდ 68-ე წუთზე შევიდა. გარდა ამისა, შედგა კაზემიროს დებიუტიც, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში სტუმრად 7-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და თებერვლის შემდეგ საგარეო შეხვედრა პირველად მოიგო.
„მანჩესტერს“ ოთხი ტურის თავზე 6 ქულა აქვს მოპოვებული. ტენ ჰაგის გუნდმა ჯერ „ბრაიტონთან“ (1:2) და „ბრენტფორდთან“ (0:4) წააგო, წინა ტურში კი „ლივერპული“ დაამარცხა (2:1).