სხვა

4:39 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას ახალი ლიდერი რემკო ევენპოელია

ვუელტას დღევანდელი, მეექვსე ეტაპი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, რამაც რბოლის მონაწილეებს საქმე გაურთულა. ასეთ პირობებში ყველას ავსტრალიელმა ჯეი ვაინმა აჯობა, ლიდერის წითელი მაისური კი ბელგიელმა ფავორიტმა რემკო ევენპოელმა მოირგო, ვინც ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.

სამთო მონაკვეთ პიკო იანოზე 22 წლის ევენპოელმა შეძლო ლიდერთა ჯგუფის ჩამოტოვება და დაწინაურებულ ვაინს დაედევნა. საბოლოოდ, მას 15 წამით ჩამორჩა. ავსტრალიელმა თავის კარიერაში, ველომარათონებზე პირველად მოიგო ეტაპი.

ბოლო აღმართზე, რომელიც მიმდინარე რბოლაში, პირველი კატეგორიის პირველი აღმართია, გაუჭირდა ვუელტას მოქმედ ჩემპიონ პრიმოჟ როგლიჩს. სლოვენიელმა ლიდერის მაისური მეხუთე ეტაპის შემდეგ დათმო, თუმცა ეს ტაქტიკური მოსაზრებით „გაამართლა“ - ლიდერობის შესანარჩუნებლად ბრძოლა გუნდს ქანცს გააცლიდა და ეს გადამწყვეტ მომენტში, რბოლის მოსაგებად ხელს შემიშლიდაო. საბოლოოდ, ის გამარჯვებულს წუთით და 37 წამით ჩამორჩა.

რაც შეეხება ვაინს, მან ბოლო აღმართზე თავგანწირული შეტევა მარტომ შეასრულა და ფინიშამდე 6.5 კილომეტრით ადრე ჩამოიტოვა უკრაინელი მარკ პოდუნი, ვისაც მალე სხვებმაც გაასწრეს.

ექვსი ეტაპის შემდეგ, ევენპოელი 21 წამს უგებს მეორეზე მყოფ ფრანგ რუდი მოლარს, ვინც ეს ეტაპი ლიდერის წითელი მაისურით დაიწყო. მოლარს ლიდერობის შენარჩუნებაში ხელი მექანიკურმა პრობლემებმა შეუშალა. როგლიჩი, ვინც ვუელტას ზედიზედ მეოთხედ მოსაგებად იბრძვის, მეოთხეზეა და ახალ ლიდერს 1 წუთით და 1 წამით ჩამორჩება.

0.11308