ურუგვაის ნაკრების ვეტერანი მცველი მარტინ კასერესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს და „გალაქსის“ შეუერთდა.
ლოს ანჯელესელებთან მარტინმა კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ერთი წლით განახლების ოფციით გააფორმა. ის ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
კასერესი ბოლოს „ლევანტეში“ თამაშობდა, ისე კი, არაერთ გუნდში აქვს ნათამაშები, მათ შორის „დეფენსორში“, „უელვაში“, „ბარსელონაში“, „იუვენტუსში“, „სევილიაში“, „საუთჰემპტონში“, „ვერონაში“, „ლაციოში“, „ფიორენტინასა“ და „კალიარიში“.