ფეხბურთი

16:27 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" მზადაა ლეაოს სანაცვლოდ 120 მილიონი გადაიხადოს

ლონდონის „ჩელსის“ „მილანის“ შემტევი ნახევარმცველის რაფაელ ლეაოს გადაბირება სურს.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ინგლისური კლუბი მზადაა 23 წლის პორტუგალიელში იტალიურ კლუბს 120 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღსანიშნავია, რომ „ჩელსის“ რომან აბრამოვიჩის მმართველობის პერიოდშიც კი, ასეთი თანხა არცერთ ფეხბურთელში გადაუხდია.

ჯერჯერობით, „როსონერის“ პასუხი უცნობია, მაგრამ არაა გამორიცხული იტალიელებმა ასეთ მსუყე თანხაზე უარი არ თქვან და ფეხბურთელი, რომელიც სერია A-ს გასულ სეზონში საუკეთესოდ აღიარეს, გაასხვისონ.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაო „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 117 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის ფრანგულ „ლილსა“ და ლისაბონის „სპორტინგში“ ირჯებოდა.

0.111949