სხვა

5:18 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკობსი და ვარჰოლმი ბრილიანტის ლიგის ფინალში არ დაუშვეს

მძლეოსნობის ბრილიანტის ლიგის ორგანიზატორებმა, ფინალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება არ მისცეს ოლიმპიურ ჩემპიონებს, იტალიელ სპრინტერ მარსელ ჯეკობსს (ფოტოზე) და ნორვეგიელ თარჯმრბენ კარსტენ ვარჰოლმს.

27 წლის ჯეკობსმა, ტოკიოს ოლიმპიადაზე 100 მეტრზე სპრინტი მოიგო. მაგრამ ამ სეზონში, ტრავმის გამო, ბევრი შეჯიბრი გამოტოვა და მსოფლიო ჩემპიონტზეც, ნახევარფინალში ასპარეზობა, ტრავმის გამო ვერ შეძლო. თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახლაც მზადაა, რომ ბრილიანტის ლიგის ფინალში იასპარეზოს, სადაც საუკეთესო ამერიკელ სპრინტერებთან პაექრობის შანსი ექნება.

ტრავმის გამო, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცუდად მოემზადა 29 წლის ვარჰოლმიც, ვინც 400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიო რეკორდსმენია და ტოკიოში ოქრო აქვს მოპოვებული. ის იუჯინში მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ბრილიანტის ლიგის ფინალს 7-8 სექტემბერს შვეიცარიის ციურიხი უმასპინძლებს. ლიგის წესების შესაბამისად, ფინალში მხოლოდ ის სპორტსმენები დაიშვებიან, რომლებიც წინა შეხვედრებზე საკმარისი რაოდენობით ქულებს დააგროვებენ. სახეობების მიხედვით, ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას 6-10 ათლეტი მიიღებს.

0.118168