ფეხბურთი

0:20 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გრაციანი: "კვარაცხელიაზე დიდი ეიფორიაა, მან ჯერ მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით არსებულ ეიფორიაზე კრიტიკულად ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ეს ეიფორია ფეხბურთელს დათვურ სამსახურს უწევს და მასზე ცუდად იმოქმედებს.

„ჩემი აზრით, „ნაპოლი“ შარშანდელზე ძლიერი არ არის. მათ ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გაუშვეს და მხოლოდ ორი მოიყვანეს. ყურადღება მიაქციეთ კვარაცხელიაზე არსებულ ეიფორიას, მან მხოლოდ ორი თამაში ითამაშა. მასზე უკვე ძალიან დიდი ენთუზიაზმია, როდესაც ორ თამაშს ჩააგდებს, ნახავთ, რა მოხდება.

„ნაპოლის“ გულშემატკივარი მეგობარი მყავს, რომელმაც მითხრა: „ნახე კვარაცხელიას გოლები“. მე მას ინსინიეს გოლები შევახსენე, რაზეც მიპასუხა, რომ ამ ორს შორის შედარება უკვე არ არსებობს. ნეაპოლელებმა უკვე იპოვეს გზა ამ ბიჭის დასანგრევად“, - თქვა გრაციანიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს საწყის ორ ტურში სამი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. „ნაპოლი“ 28 აგვისტოს, სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. ფრანჩესკო გრაციანის იტალიის ნაკრებში 64 თამაშში 23 გოლი აქვს გატანილი, 1982 წელს კი "სკუადრა აძურას" რიგებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

0.123233