ფეხბურთი

23:02 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მილიკს დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსში“ არკადიუშ მილიკის ტრავმა თითქმის გადაწყდა. ამის შესახებ რომეო აგრესტი წერს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ყველაფერი იქით მიდის, რომ მალე ტრანსფერი წარმატებით დაიხურება. პოლონელი ფორვარდის აგენტები ტურინში არიან და კლუბის ხელმძღვანელებთან დეტალებს აზუსტებენ.

„იუვენტუსი“ მილიკს იჯარით დაიმატებს, რომლის ფასი 2 მილიონი ევრო იქნება, მისი გამოსყიდვა კი „მარსელიდან“ 8 მილიონად შეეძლება. ტურინელებმა მილიკი მემფის დეპაის ამჯობინეს.

შეგახსენებთ, რომ 2016-2021 წლებში მილიკი „ნაპოლიში“ თამაშობდა და 122 მატჩში 48 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114716