ფეხბურთი

13:59 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მსაჯი: "ლოჩოშვილმა ძალიან სუფთად ითამაშა"

„რომას“ ნახევარმცველის ნიკოლო ძანიოლოსა და ლუკა ლოჩოშვილის ეპიზოდი ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა ტიციანო პიერიმ გაარჩია.

როგორც მან თქვა, ძანიოლოს ტრავმაში ქართველ ფეხბურთელს ბრალი არ მიუძღვის, რადგან მან ძალიან სუფთა ვარდნა შეასრულა.

„ქართველმა ძალიან სუფთად ითამაშა. მსაჯმა მასიმიმ და VAR-ზე ფაბრიმ კარგად დაინახეს ეპიზოდი, ჯარიმა აბსოლუტურად არ იყო, მაგრამ ძანიოლო ცუდად დაეცა. ლოჩოშვილის ვარდნა კი ძალიან სუფთაა“, - თქვა პიერიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა „რომას“ წინააღმდეგ 85-ე წუთამდე ითამაშა და მაღალი შეფასება დაიმსახურა. „კრემონეზე“ მეორე ტურში 27 აგვისტოს, „ტორინოს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება ძანიოლოს, მან მხარი ამოიგდო და სამი კვირა ვერ ითამაშებს.

0.11575