„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა.
ქართველი შემტევი ისევ Whoscored-მა გამოარჩია, რომელმაც მისი თამაში 8 ქულით შეაფასა და ადგილი მარცხენა ფლანგზე მიუჩინა. გარდა ამისა, ხვიჩა სიმბოლურში შეიყვანა Goal Italia-მაც.
„მარადონაზე“ პირველი თამაშში ტაში დაიმსახურა. ელვისებური დრიბლინგები, დარტყმები, რომლებიც მეტოქის დაცვას კრიზისში აყენებს და თითქოს ეს არ კმარა, ყველაფერი ორი ლამაზი გოლით დააგვირგვინა. მას ორ თამაშში უკვე 3 გოლი აქვს და ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. „ნაპოლიმ“ მისი დამატებით არაჩვეულებრივი ტრანსფერი გააკეთა“, - წერს ცნობილი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 28 აგვისტოს, „ფიორენტინას“ ესტუმრება.