ფეხბურთი

14:16 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელს „მილანის“ თავდამსხმელი სურს

„ჩელსი“ „მილანის“ თავდამსხმელით, რაფაელ ლეაუთი დაინტერესდა და უკვე შეუდგა კლუბთან მოლაპარაკებას - წერს Football.London.

წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელის შეძენა პირადად „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის სურვილი ყოფილა. გერმანელს თურმე გარიგების დასრულება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადაუწყვეტავს.

„არისტოკრატებმა“ საქმეში, შესაძლოა, თავისი რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართონ.

ლეაუ „მილანში“ ფრანგული „ლილიდან“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა.

0.113048