ფეხბურთი

1:44 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ბოლო შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

გია გეგუჩაძის გუნდმა პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მილან რადინისა და ჯაბა ჯიღაურის გოლებით. მეორე ნახევარში „საბურთალო“ უკეთ ათამაშდა გიორგი გოჩოლეიშვილის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ირაკლი ბიძინაშვილმა ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა.

თბილისელებმა იური ტაბატაძის პენალტით კიდევ ერთხელ შეამცირეს ანგარიში, მაგრამ მეტი ვერაფერი გააწყვეს და უქულოდ დარჩნენ.

„დინამო ბათუმმა“ ამ გამარჯვებით 53 ქულა დააგროვა და 9 ქულით უსწრებს „დინამო თბილისს“, მომდევნო ტურში კი „ლოკომოტივს“ შეხვდება. „საბურთალოს“ 30 ქულა აქვს და მეხუთე-მეექვსე ადგილებს „ტორპედოსთან“ ერთად იყოფს.

„დინამო ბათუმი“ – „საბურთალო“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 რადინი (9), 2:0 ჯიღაური (45), 2:1 გოჩოლეიშვილი (47), 3:1 ბიძინაშვილი (71), 3:2 ტაბატაძე (76, პენ)

0.119826