ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და მარცხი განიცადა - 0:1.
გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის დასაწყისში მეტოქეს ერთი-ერთზე აჯობა. თუმცა, ტაიმის ბოლოს საჯარიმოს მისადგომებიდან ალექს ბერენგერის დარტყმას ვერ გაუმკლავდა და ალბათ, ქართველს უფრო დამაჯერებლად მოქმედებაც შეეძლო.
„ვალენსიას“ ორ ტურში სამი ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს, შინ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს.