„ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილს ისტორიული შედეგი აქვს. როგორც ჟურნალისტი კარლოს როსიკე იტყობინება, პროცენტული მაჩვენებლით ქართველს ესპანური კლუბის ყველაზე მეკარეზე უკეთესი შედეგი აქვს.
მამარდაშვილმა „ღამურებში“ ჩატარებულ 22 შეხვედრიდან 10-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო, რაც 45.4%-ია. მსგავსი მაღალი შედეგით კი არავინ გამოირჩევა.
მეორე ადგილზე ანდრეს პალოპია, რომელმაც „ვალენსიაში“ ჩატარებული მატჩების 42.1%-ში გოლი არ გაუშვა, ხოლო მესამე პოზიციას ლეგენდარული სანტიაგო კანისარესი იკავებს (40.9%).
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში 21 თამაში ჩაატარა (9 მშრალი მატჩი), ხოლო მიმდინარე სეზონში მოედანზე ერთხელ გავიდა. სტატისტიკაში არ შედის ამხანაგური შეხვედრები. „ვალენსია“ დღეს სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება.