პრემიერლიგის მესამე ტური ლონდონური მატჩით გაიხსნა. „ტოტენჰემმა“ „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლა და დიდ ბრძოლაში მოიპოვა სამი ქულა. პირველ ტაიმში სულაც სტუმარი „მგლები“ სჯობდნენ „დეზებს,“ მასპინძელთა შემტევი ტრიო კულუშევსკი-სონი-კეინი საერთოდ გამოთიშული გახლდათ თამაშიდან.
შესვენებაზე მთავრმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, შეუძახა ფეხბურთელებს. ყოველ შემთხვევაში, მეორე ნახევარში ტოტენჰემელები გაცილებით გააქტიურდნენ და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც - პერიშიჩის პასით კეინმა გაიტანა.
რამდენიმე საათით „ტოტენჰემი“ ლიდერობდა. თუმცა სათამაშო დღის გვიან შეხვედრაში „არსენალმა“ „ბორნმუთი“ სტუმრად 0:3 დაამარცხა და პირველ ადგილზე დადგა. „მეთოფეებმა“ ძალიან იოლად სძლიეს მოწინააღმდეგეს. მატჩის გმირი ნორვეგიელი მარტინ ედეგორი გახდა, რომელმაც უკვე მე-11 წუთისთვის მოახერხა დუბლის გაფორემება. „ალუბლებს“ ხეირიანად არაფერი გამოსდიოდათ და მატჩის ბედიც დასაწყისშივე გადაწყდა. მესამე გოლი ვილიამ სალიბამ შეაგდო.
„არსენალი“ ჯერჯერებით უდანაკარგოა - სამი მატჩიდან სამი გამარჯვება.
ინგლისი
პრემიერლიგა
3 ტური. 20 აგვისტო
ტოტენჰემი - ვულვერჰემპტონი 1:0
ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური“
1:0 კეინი (64)
ტოტენჰემი: ლორისი, დევისი, დაიერი, სანჩესი, ემერსონი, ჰოიბერგი, ბენტანკური, პერიშიჩი (სესენონი 76), სონი (რიშარლისონი 76), კულუშევსკი (ბისუმა 86), კეინი
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
ვულვერჰემპტონი: სა, აიტ-ნური (სემედუ 71), კილმენი, კოლინზი, კასტრო, ნევეში, ნუნიეში, პოდენსე (ხიმენესი 59), მოუტინიუ (დენდონკერი 58), ნეტუ (ტრაორე 71), გედეში (ჩანი 81)
მწვრთნელი: ბრუნუ ლაჟე
მსაჯი: საიმონ ჰუპერი
გაფრთხილება: ჰოიბერგი (12), კეინი (67); აიტ-ნური (56), კოლინზი (67)
ბორნმუთი - არსენალი 0:3
ბორნმუთი. „ვიტალტი სთედიუმი“
0:1, 0:2 ედეგორი (5, 11), 0:3 სალიბა (54)
ბორნმუთი: ტრავერსი, კელი, სენესი (ანტონი 46), მეფამი, ზემურა, ლერმა, ბილინგი (კრისტი 68), სმიტი, პირსონი (კუკი 46), ტავერნიე, მური
მწვრთნელი: სკოტ პარკერი
არსენალი: რემსდეილი, ზინჩენკო, გაბრიელი, სალიბა, უაითი (ტომიასუ 74), ჯაკა, პარტეი, მარტინელი (ნკეტია 74), ედეგორი (როუვი 74), საკა (ტირნი 88), ჟეზუსი
მწვრთნელი: მიკელ არტეტა
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
გაფრთხილება: ზემურა (27), სმიტი (60); ჟეზუსი (53)
ლესტერი - საუთჰემპტონი 1:2
1:0 მედისონი (54), 1:1 ჯასთინი (68 საკ. კარში), 1:2 ადამსი (85)
ევერტონი - ნოტინგემ ფორესტი 1:1
0:1 ჯონსონი (82), 1:1 გრეი (88)
ფულემი - ბრენტფორდი 3:2
1:0 დე კორდოვა-რიდი (1), 2:0 პალინია (20), 2:1 ნერგორი (44), 2:2 ტოუნი (71), 3:2 მიტროვიჩი (90)
კრისტალ პალასი - ასტონ ვილა 3:1
0:1 უოტკინსი (5), 1:1, 2:1 ზაჰა (7, 58), 3:1 მატეტა (71)
58-ე წუთზე ზაჰამ ვერ გაიტანა პენალტი